
This is a modal window.
პარლამენტში ანტინარკოტიკული რეფორმის შესახებ მსჯელობა გრძელდება. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს დღეს კანონმდებლები სესიაზე პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეფორმა ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს. უმრავლესობის განცხადებით კი, ნარკომანიის წინაააღდეგ ბრძოლა მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
შეგახსენებთ, კანონპროექტის მიხედვით, მკაცრდება მიდგომა ნარკორალიზატორებთან მიმართებაში, მცირე ოდენობის ნარკოტიკის გაყიდვის შემთხვევაშიც კი, სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის სახით შემოვა სავალდებულო მკურნალობა, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნარკოგამსაღებლების მიმართ სახელმწიფო იყოს ადეკვატური და ზუსტად პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რაც არსებობს სახელმწიფოში. შესაბამისად, ეს ხაზი, რაც ამკაცრებს ნარკოგამსაღებლების მიმართ საკანონმდებლო დანაწესებს, ბუნებრივია, პირველ რიგში პრევენციულად და პრაქტიკულად იქნება იმის უზრუნველმყოფელი, რომ ნარკომანიის მიმართ ბრძოლა გააქტიურდება და დონეც შესაბამისად შემცირდება", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.