19 მარტი 2025,   00:42
ვრცლად
სასანქციო ნაწილში FARA-ს ანალოგი იქნება ბევრად უფრო მკაცრი ქართული კანონისა, ის შეიცავს არა მარტო ჯარიმის სახით სასანქციო პოლიტიკას, არამედ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც - გივი მიქანაძე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      პარლამენტის დღვანდელ სესიაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს ამერიკული FARA-ს ქართულ ანალოგს. დოკუმენტი 16 გვერდიანია და მასში გაწერილია იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან; ასევე კანონის დარღვევისთვის სადამსჯელო ღონისძიებები.

      ოპოზიციაში თვლიან, რომ "ფარას" კანონმდებლობა საქართველოში ამერიკული მოდელით არ გავრცელდება. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ამერიკული "ფარა" უფრო მკაცრია, ვიდრე ქართული გამჭირვალობის კანონი.

      "ეს კანონი უფრო დეტალურად და უფრო ფართო სპექტრ ადამიანებისას მოიცავს, ისევე როგორც იურიდიული პირების, განსხვავებით იმ კანონებისა, რომელიც მიღებულ იქნა და მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხებოდა და სასანქციო ნაწილშიც FARA-ს ანალოგი იქნება ბევრად უფრო მკაცრი ქართული კანონისა, გამომდინარე იქიდან, რომ FARA-ს კანონი შეიცავს არა მარტო ჯარიმის ხასიათის სასანქციო პოლიტიკას, არამედ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.