
This is a modal window.
ხანძრის რამდენიმე კერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - ცეცხლი ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე გაჩნდა. სოფელ ფოცხოში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.
გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის პროცესი სოფელ ჯგალშიც, სადაც ძლიერი ცეცხლი ტყის მასივს გაუჩნდა.
ხანძრის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი სოფლებში მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოებია. ამ დროისთვის ცეცხლის ყველა კერა ლიკვიდირებულია.