თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი, ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარემ ბრალდებულის 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
მოსამართლეს, პროკურორსა და ბრალდებულს შორის არაერთხელ იყო კამათი. ნიკა კაციას, წარდგენილი ბრალის გათვალისწინებით, 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.