
This is a modal window.
21 მარტი ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, გელათის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მოსწავლეებმა ტყის მნიშვნელობის, მისი მოვლა-აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიმბოლურად, 21 ძირი ნერგი დარგეს. დარგვის აქციას ქუთაისის დღის ცენტრის - "ჯადოსნური სამყაროს" დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებიც შეუერთდნენ.