27 მარტი 2025,   01:34
ვრცლად
"ერთადერთი აზრი მიჩნდება, რომ ამ ადამიანებს საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ სინდისზე" - ნინო წილოსანი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირებზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმის განხილვა გრძელდება - მათ შორისაა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე.

      მიმდინარე სასამართლო განხილვები კიდევ ერთხელ შეაფასეს "ქართულ ოცნებაში". პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის შეფასებით, აქციების დროს იყო შტურმი პარლამენტზე და ერთადერთი ნაბიჯი, რაც ახლა შეიძლება დაკავებულების მხრიდან გადაიდგას, დანაშაულის გააზრება და აღიარებაა:

      "ერთადერთი აზრი მიჩნდება, რომ ამ ადამიანებს საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ სინდისზე. ვინც მონაწილეობდნენ ქვეყანაში გადატრიალებისა და რევოლუციური სცენარების მოწყობის პროცესში, შტურმი მიჰქონდათ პარლამენტზე და მათ შორის, პოლიციელებზე, ვერაფრით ვერ შეიძლება იყვნენ მოაზრებული სინდისის პატიმრებად.

      ამ სხდომებს თვალ-ყურს ვადევნებთ, ვიცით ის დანაშაულები და კონკრეტულად ბრალდებები, რომელიც მათ წინააღმდეგ არის წარდგენილი. ამ შემთხვევაში, ალბათ, ერთადერთი სწორი ნაბიჯი, ამ ადამიანებისგან ის იქნება, რომ სათანადოდ გაიაზრონ რა პროცესებში იღებდნენ მონაწილეობას და თუ ეს უნებლიედ მოხდა, ან მათგან დამოუკიდებლად, ისინი იყვნენ გამოყენებული ბოროტ იარაღად.

      რა თქმა უნდა, თუ ამ ყველაფრის აღიარება მოხდება, სახელმწიფო და მთლიანად სამართალდამცავი სისტემა იქნება მათ მიმართ შემწყნარებლური", - განაცხადა ნინო წილოსანმა.