26 მარტი 2025,   23:54
ვრცლად
სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, კეზერაშვილი დავალებით წართმეული ბიზნესი და ციხეში ჩასმული მფლობელი - 16 წლიანი დუმილი ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ პირველად საგამოძიებო კომისიასთან დაარღვია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      16 წლიანი დუმილი ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ დღეს პირველად საგამოძიებო კომისიასთან დაარღვია. ნავთობკომპანია "მაგნატის" მფლობელმა დეტალურად ისაუბრა იმ დანაშაულებრივ სქემაზე, რომელშიც ერთდროულად ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები და ყოფილი ბანკირები, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მონაწილეობდნენ. მაგნატის მესაკუთრე იხსენებს რომ აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში, დავით კეზერაშვილის დავალებით, მას ჯერ TBC ბანკმა წილები იძულებით დაათმობინა, შემდეგ კი მაშინდელმა ხელისუფლებამ ის ციხეში მრავალი წლით გაუშვა.

      ვინ იყო ჩართული ბიზნესის რეკეტის საქმეში და რა ინტერესები ჰქონდა დავით კეზერაშვილს ნავთობ კომპანია მაგნატთან - შეკითხვები დაზარალებულ ბიზნესმენს სხდომის თავმჯდომარემ დაუსვა. თეა წულუკიანი დაინტერესდა იმ მუქარის შემცველი გზავნილითაც, რომელიც ჯემალ ლეონიძეს დავით კეზერაშვილმა შუამავლის გამოყენებით გაუგზავნა.

      საგამოძიებო კომისიის წევრები დაინტერესდნენ რა პირობებში უწევდა ჯემალ ლეონიძეს სასჯელის მოხდა საპატიმრო დაწესებულებაში და როგორ მოხვდა ის კარანტინში.

      დაზარალებულის შემდეგ, საგამოძიებო კომისიას ჩვენებმა, მისმა უფლებადამცველმა მისცა. ჯემალ ლეონიძის ადვოკატმა დეტალურად ისაუბრა მაგნატის წილის გადაფორმებასა და TBC ბანკში გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ მუქარაზეც, რომელიც დაზარალებულმა მხარემ ბანკის დირექტორისგან მიიღო.

      კომპანია "მაგნატი" 4 ნავთობ ბაზას და 42 ავტოგასამართ სადგურს ფლობდა და ბაზრის დიდ ნაწილს საწვავით ამარაგებდა. დღეს კომპანია "მაგნატი" აღარ არსებობს, ბენზინგასამართი სადგურების ქსელი, წლების წინ "გალფის" საკუთრება გახდა. მისი მფლობელი კი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო.

      დღის ამბები
      მეტი