30 მარტი 2025,   23:33
ვრცლად
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია კვლავ პატიმრობაში რჩება
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია კვლავ პატიმრობაში რჩება. მას პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან.

      დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 2 მოწმე - სახანძრო ექსპერტი და დეტექტივი დაკითხეს. ექსპერტ კობა ანდრიაძის ინფორმაციით, მან კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარა მინის ბოთლს და მასში არსებულ სითხეს. დადგინდა, რომ ეს მოლოტოვის კოქტეილი იყო და ის კუსტარულად იყო დამზადებული. დღესვე გადაისინჯა და ძალაში დარჩა აღკვეთის ღონისძიება. 

      ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს.

      დღის ამბები
      მეტი