მამუკა ხაზარაძეს დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო 50 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
მამუკა ხაზარაძის სასამართლო სხდომა ცოტახნის წინ დასრულდა. განხილვის მთავარი საკითხი სწორედ აღკვეთის ღონისძიება იყო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ გირაოს გამოყენება პროკურატურამ მოითხოვა. მამუკა ხაზარაძის მიმართ საქმე სწორედ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
ამ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ისჯება ჯარიმით, ან ერთ წლამდე პატიმრობით.
საქმე აღძრულია ბადრი ჯაფარიძის მიმართაც- სავარაუდოდ ისიც იმავე პროცედურებს გაივლის. ლელოს ლიდერები პარლამენტში დაიბარეს მაგნატის საქმეზე. ეს არის კომპანია რომლის მფლობელიც აცხადებს რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მას ბიზნესი წაართვეს, ამაში კი "თიბი სი" ბანკის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ.