10 აგვისტო 2026,   22:34
ვრცლად
საუკუნეზე მეტი ხნის ოდა სახლები და იმერული სოფელი საკრაულა - მისი დაარსება სიყვარულის ისტორიას უკავშირდება

სიყვარულზე დაფუძნებული სოფელი - ასე ეძახიან საკრაულას ადგილობრივები. სოფელს აქვს დაარსების ისტორია, რომელიც ხარაგაულიდან იწყება. აზნაურმა კიკნაძემ  თავადის ქალი მოიტაცა და მდინარე საკრაულას მიმდებარედ დასახლდა. სოფელი საკრაულა საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე ადგილია, რომელიც ულამაზესი იმერული სოფელია.  

ძველი ხის ოდა-სახლები საკრაულას ერთ-ერთი მთავარი სილამაზეა. მათი უმრავლესობა საუკუნეზე მეტს ითვლის. ნაგებობების გარკვეული ნაწილი ან განახლებულია ან ძველ ფუძეზე აგებული. 

საკრაულაში, ისევე როგორც საქართველოს სოფლების დიდ ნაწილში, მაღალია მიგრაციის მაჩვენებელი. იქ მუდმივად მაცხოვრებელი სულ 70-მდე კომლი დარჩა, ბოლო ახალშობილი კი 2017 წელს დაიბადა.

სკოლაში სულ 18 მოსწავლეა. სკოლის ისტორია კი ძმებ კიკნაველიძეების სახელს უკავშირდება, კერძოდ კი ყარამან კიკნაველიძეს. ყარამან კიკნაველიძეს დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაშიც.

ასევე ყარამანის დამსახურებაა ის, რომ პატრიარქი კირიონ მეორე თავისივე აღსაყდრების დღეს ტერაქტს გადაურჩა. ოთხივე ძმა კიკნაველიძე ყველგან დიდი პატივისცემით სარგებლობდა.

დღეს ძმები კიკნაველიძეების არც სახლია დარჩენილი და არც კარი. დარჩა სკოლა, რომელიც სწორედ მათ დააარსეს. 

დღის ამბები