თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გივი მაჭარაშვილმა ტრიუმფით დაასრულა.
პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელი მაგომედ ყურბანოვთან დაძაბულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა.
ტურნირზე ცოტა ხნით ადრე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ). მან ესპანელი მოთაგინია 4-1 დაამარცხა.