
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ, სააღდგომო ლიტურგია ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა. მანამდე, ზუსტად 12 საათზე კი სასულიერო პირებთან ერთად, ხატებით, ჯვრებითა და გალობით ტაძრის გარშემო ლიტანიობა შეასრულეს. ღამისთევით მსახურებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო. სააღდგომო მსახურება სამეგრელოს რეგიონის ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა.