
აღდგომის დღესასწაულიდან რამდენიმე საათში რუსეთმა უკრაინას აქტიურად შეუტია. დრონებით დაარტყეს რამდენიმე რეგიონს - განგაშის სიგნალი ჩაირთო კიევის რეგიონში, ასევე ხერსონში, დნეპროპეტროვსკში, ჩერკასში, მიკოლაივსა და ზაპოროჟიეში.
ქალაქ მიკოლაივის მერმა, ოლექსანდრ სენკევიჩმა განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
რუსეთმა სააღდგომოდ ერთდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, თუმცა უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მოსკოვს არც ეს პირობა შეუსრულებია.
მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე შტატების პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ კვირაში რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ.
"იმედია, რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ ამ კვირაში. შემდეგ, ორივე დაიწყებს დიდი ბიზნესის წამოწყებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ყვავის და დიდ სიმდიდრეს დააგროვებენ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.