
საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვია.
"საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ადგილზე არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარებისა და ოკუპაციის მძიმე შედეგების შესახებ", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
სოფელ ოძისში გამგზავრებამდე, ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.