
გიორგი ვაშაძეს დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალდება წარუდგინეს. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პროკურატურა ცოტახნის წინ დატოვა. ამის შემდეგ უკვე სასამართლო სხდომა დაინიშნება.
აქამდე არსებული პრაქტიკით, ყველა შემთხვევაში პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდება მოითხოვა. გამოძიება 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს და სასჯელის ზომად ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გიორგი ვაშაძეს ბრალის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.