
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის - "ელენე ახვლედიანი: პარიზული პერიოდი" - პრეზენტაცია და დიდი მხატვრის მიერ პარიზში შექმნილი ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
პრეზენტაციას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.