სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი დაფუძნდა. ცნობილი ქართველი მუსიკოსის დაბადებიდან 146 წლისთავთან დაკავშირებულ საღამოზე ხელი მოეწერა შესაბამის მემორანდუმს მუნიციპალიტეტის მერიასა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას შორის.
გაიმართა კონცერტი, ასევე, მოეწყო ვანო სარაჯიშვილის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც.
პარალელურად, იუბილესთან დაკავშირებით, სიღნაღში მთელი დღის განმავლობაში არაერთი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.