ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაული აღინიშნება.
ღონისძიება ბაგრატის ტაძარში ქალაქის დალოცვით და ჩოხოსნების კურთხევით დაიწყო.
მთელი დღის განმავლობაში არაერთი კულტურული, სპორტული, საბავშვო და გასართობი აქტივობა გაიმართება. ასევე, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
დღესვე დაჯილდოვდებიან ქუთაისის საპატიო მოქალაქეები. დღის ბოლოს თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია კონცერტი თბილისის ბიგ-ბენდის მონაწილეობით.