10 აგვისტო 2026,   23:48
ვრცლად
ბათუმში, პიაცას მოედანთან დაშავებული ცოლ-ქმრის მდგომარეობა სტაბილურია - ქალაქში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ბათუმში, ძლიერი ქარის გამო გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები და ხეები.

პიაცას მოედანთან სამშენებლო ინვენტარის ჩამოშლის შედეგად დაშავებული ცოლ-ქმრის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, ამ დროისთვის დენი სრულად ყველა აბონენტს მიეწოდება. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

დღის ამბები