გერმანიაში ულტრამემარჯვენე დაჯგუფება "გერმანიის სამეფო" აკრძალეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციამ დღეს დილით დაჯგუფების წევრების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა და მისი ლიდერი დააკავა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაჯგუფება "გერმანიის სამეფო" მოძრაობა "რაიხის მოქალაქეების" მთავარ ფრთას წარმოადგენს, 6 000 წევრი ჰყავს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.