13 ივნისი 2025,   23:27
ვრცლად
ჩავა თუ არა პუტინი თურქეთში ზელენსკისთან შესახვედრად - მსოფლიო სტამბულის ხვალინდელი შეხვედრის მოლოდინშია

მსოფლიო სტამბულის ხვალინდელი შეხვედრის მოლოდინშია. მთავარი კითხვა - ჩავა თუ არა პუტინი თურქეთში ზელენსკისთან შესახვედრად, ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება, თუმცა უკრაინა და მისი პარტნიორი ქვეყნები 15 მაისის შეხვედრისთვის აქტიურად ემზადებიან.

სტამბულში ჩადის რუსეთის დელეგაციაც, თუმცა ვინ უხელმძღვანელებს მას, არ კონკრეტდება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მათი დელეგაცია სტამბოლში იქნება და უკრაინულ დელეგაციას დაელოდება.

სტამბულში ჩადის ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს ტრამპის მთავარ გზავნილს - უმოკლეს დროში უპირობო ცეცხლის შეწყვეტას გადასცემს.

15 მაისს სტამბულში ჩასასვლელად მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნამდვილი შეთანხმების მისაღწევად აუცილებელია შეხვედრები ვლადიმერ პუტინთან გაიმართოს.

განცხადებას აკეთებს საფრანგეთის პრეზიდენტი: "უკრაინა მოლაპარაკებებისთვის უნდა იყოს საუკეთესო მდგომარეობაში, მათ იციან, რომ არ გააჩნიათ უნარი დაიბრუნონ ყველაფერი, რაც 2014 წლიდან აქვთ წართმეული" - ამბობს ემანუელ მარკონი.

დღის ამბები