14 ივნისი 2025,   00:13
ვრცლად
ახალი გამამდიდრებელი ქარხანა ჭიათურაში კვლავ ამუშავდა - კომპანიის ინფორმაციით, ჭიათურაში წარმოების განახლება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ყველა მაღარო ეტაპობრივად გაიხსნება

ახალი გამამდიდრებელი ქარხანა ჭიათურაში კვლავ ამუშავდა. დაწყებულია აღდგენითი სარემონტო სამუშაოები, რომელიც მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

პარალელურად, ინფორმაცია განახლებული სამუშაო პირობების შესახებ მიეწოდათ თანამშრომლებს. მათ რვა საათიანი სამუშაო გრაფიკი ექნებათ და სრულად შეუნარჩუნდებათ კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბენეფიტები.

კომპანიის ინფორმაციით, ჭიათურაში წარმოების განახლება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ყველა მაღარო ეტაპობრივად გაიხსნება.

დღის ამბები