ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, საზეიმო მსვლელობა ზუგდიდში 14:00 საათზე დაიწყება. იქამდე, ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სავედრებელი პარაკლისი აღესრულება.
"კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დღეს სრულიად საქართველოში აღინიშნება ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღე. ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან 13:00 საათზე დაიწყება სამღვდელოებისა და მრევლის მსვლელობა, მოედანზე აღმართული მოზაიკური ღვთისმშობლის ფრესკისკენ, სადაც 14:00 საათზე ჩატარდება სავედრებელი პარაკლისი. ეს დღე არის ჩვენი ერთიანობისა და მთლიანობის დღე," - აცხადებს დეკანოზი მალხაზ ჭანტურია.