
თბილისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და საკრებულოს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმე ქალმა.
ღონისძიების მიზანია დევნილი მეწარმე ქალების პროდუქციის პოპულარიზაცია და მათი ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერება.