"გაზაფხულის დღეები საბურთალოზე" - ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, გაზაფხულის ქუჩაზე ღონისძიება გაიმართა.
მოეწყო მოსახლეობის ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც. ახალგაზრდებს მაღალი პასუხისმგებლობისა და გარემოს დაცვით ღონისძიებებში მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ.
ადგილობრივმა ბავშვთა ფეხბურთის გუნდმა კი საჩუქრად საფეხბურთო ფორმები მიიღო. საღამო მუსიკალური პროგრამით დასრულდა.