19 ივნისი 2025,   17:20
ვრცლად
მსოფლიო ჯანდაცვის გამოწვევები და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა - ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის სესიის გახსნას მიხეილ სარჯველაძე დაესწრო

მსოფლიო ჯანდაცვის გამოწვევები და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა - ეს ის ძირითადი საკითხებია, რასაც ჟენევაში მსოფლიოს 194 ქვეყნის წარმომადგენელი განხილავს. ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 78-ე სესიის გახსნას მიხეილ სარჯველაძე დაესწრო. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა. საქართველო ერთ-ერთია იმ 45 სახელმწიფოს შორის, სადაც მალარია არ ფიქსირდება.

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრს ჯანმოს ევროპის რეგიონულმა ხელმძღვანელმა უმასპინძლა. ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძემ ჰანს კლუგეს განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე თურქ კოლეგასაც შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხაზე გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სფეროში არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

ერთიანი მსოფლიო ჯანმრთელობისთვის - ეს ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 78-ე სესიის წლევანდელი სლოგანია. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართავს.

დღის ამბები