"კანონები ორმაგი სტანდარტების გარეშე უნდა განიხილებოდეს, რაც მიუღებლად მიიჩნევა საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა ფასდებოდეს გერმანიაში ან რუმინეთში,"- აცხადებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. ალან ბერსეს პოზიცია "ევრონიუსმა" გამოაქვეყნა.
ბერსეს თქმით, ევროპის მასშტაბით უცხოური გავლენის კანონების წარდგენა ხდება. მათი მიზანი შესაძლოა ლეგიტიმური იყოს, მაგრამ, ეს ზომები კრიტიკის ჩასახშობად ან სამოქალაქო სივრცის შესაზღუდად არ უნდა გამოიყენებოდეს.
"ევროპის მასშტაბით უცხოური გავლენის კანონების წარდგენა ხდება. მათი მიზანი შესაძლოა ლეგიტიმური იყოს. მაგრამ, როგორც ნათელია, ეს ზომები კრიტიკის ჩასახშობად ან სამოქალაქო სივრცის შესაზღუდად არ უნდა გამოიყენებოდეს. ეს კანონები ორმაგი სტანდარტების გარეშე უნდა განიხილებოდეს, განსაკუთრებით სასამართლოს მიერ. რაც მიუღებლად მიიჩნევა საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა ფასდებოდეს გერმანიაში ან რუმინეთში,“ - წერია ბერსეს განცხადებაში.