დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები თელავში კონცერტით დასრულდა
27-05-2025 08:44
კონცერტით დასრულდა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები თელავშიც. დღის ბოლოს ქალაქის მთავარ მოედანზე დამონტაჟებული სცენა თბილისიდან მოწვეულმა მომღერლებმა დაიკავეს.
იქ მყოფი მოქალაქეების განწყობაზე იზრუნეს "შვიდკაცამ", ლიზა ბაგრატიონმა და მიქსტურამ.