თბილისში "ზაზანოვას ბაღში" კლასიკური მუსიკის ფესტივალის გახსნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ფესტივალი "სიმფონია ძველ უბანში" საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
ფესტივალის ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში როგორც ცნობილი, ასევე დამწყები მუსიკოსები კლასიკურ მუსიკას შეასრულებენ.