
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ ირანის ბირთვული პროექტის 9 წამყვანი მეცნიერი და ექსპერტი მოკლეს. მათი თქმით, ამ პირებმა "ცენტრალური როლი ითამაშეს ბირთვული იარაღის შექმნის პროცესში". ინფორმაციას abcnews ავრცელებს.
"მოკლულმა პირებმა ცენტრალური როლი ითამაშეს ბირთვული იარაღის შექმნის პროცესში. მათი მკვლელობა მნიშვნელოვან დარტყმას წარმოადგენს ირანის რეჟიმის მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის უნარისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.