18 ივლისი 2025,   17:14
ვრცლად
ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის თავდასხმებზე მოსახლეობის გაფრთხილების დროს ცვლის - მოქალაქეებს თავშესაფრის მოსაძებნად დამატებითი 10 წუთი ექნებათ

ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობა აპირებს შეცვალოს ირანის ბალისტიკური რაკეტების თავდასხმების შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაფრთხილების დრო, რადგან ვარაუდობს, რომ შემდგომი თავდასხმები შეიძლება საღამოს განახლდეს. ინფორმაციას Times of israel-ი აქვეყნებს.

"ცაჰალი" მოსალოდნელ თავდასხმამდე 15 წუთით ადრე თავის აპლიკაციაში გაფრთხილებას გამოაქვეყნებს, რომლითაც მშვიდობიან მოსახლეობას თავშესაფრებთან ახლოს დარჩენის მითითებას მისცემს. ეს იმ მოქალაქეების, ვისაც სახლებში თავშესაფრები არ აქვთ, დროს მისცემს და საზოგადოებრივ თავშესაფრებში გადასვლაში დაეხმარება.

რაკეტის გაშვების დაფიქსირებისას, "ცახალი" თავის აპლიკაციაში ადრეულ გაფრთხილებას გამოაქვეყნებს და მობილური სისტემის გამოყენებით მშვიდობიან მოსახლეობას თავშესაფრებში შესვლის მითითებას მისცემს.

მათი განმარტებით, ეს მშვიდობიან მოსახლეობას თავშესაფრის მოსაძებნად დამატებით, დაახლოებით, 10 წუთს მისცემს.

დღის ამბები