18 ივლისი 2025,   17:46
ვრცლად
ქართველი ბანის გზა ევროპულ საოპერო სცენამდე და საერთაშორისო აღიარებამდე - 6 წლის შემდეგ, გიორგი ანდღულაძე ქართულ სცენას დაუბრუნდა

მსოფლიოში ცნობილი ქართველი ბანის დაბრუნება ქართულ სცენაზე - 6 წლის შემდეგ, გიორგი ანდღულაძემ, ჯუზეპე ვერდის ოპერიდან არია, თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში შეასრულა. სიმღერა ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში დაიწყო, მოგვიანებით კი საოპერო კარიერა იტალიაში განაგრძო.

17 წლის იყო საქართველოდან იტალიაში რომ გაემგზავრა და სწავლა ვერდის აკადემიაში დაიწყო. ასწავლიდნენ ლეგენდარული პედაგოგები: ხოსე კარერასი, კარლო ბერგონცი, რენატო ბრუზონი...

მას შემდეგ, სოლო მომღერალს მსოფლიოს არაერთ საკონცერტო დარბაზში ჰქონდა გამოსვლები, მღეროდა საერთაშორისო ვარსკვლავებთან ერთად - ჯეიმს ბრაუნი, რობერტინო ლორეტი, კატია რიჩიაველი.

ბანის რეპერტუარში შედის ტრადიციული ქართული და ნეაპოლიტანური სიმღერები. მას ნიჭმა, მრავალფეროვანმა ინტერპრეტაციებმა, საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში არაერთი ჯილდო და წარმატება მოუტანა.

ჯუზეპე ვერდის ოპერიდან "დონ კარლოსი" მეფე ფილიპეს არია ქართველმა ბანმა ქართულ სცენაზე შეასრულა. მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები საქართველოში თორაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ჩამოიყვანა.

დღის ამბები