20 ივლისი 2025,   19:40
ვრცლად
რუსულმა ძალებმა სუმის, ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიას რეგიონებში უკრაინული დაცვის ხაზები დაარღვიეს და უკეთესი პოზიციები დაიკავეს

ახლო აღმოსავლეთში ომის პარალელურად, ომი გრძელდება აღმოსავლეთ ევროპაში. 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა სუმის, ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიას რეგიონებში უკრაინული დაცვის ხაზები დაარღვიეს და უკეთესი პოზიციები დაიკავეს.

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ორი ამერიკული წარმოების მართვადი საჰაერო ბომბი და 110 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

გუშინ, ომში მყოფმა ქვეყანამ 1 200 ცხედარი დაიბრუნა. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბევრი მათგანი, რომელიც დღეს უკრაინაში დაბრუნდა, ტყვეობაში 2022 წლიდან იყო.

დღის ამბები