
დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი 62 150 000 ლარით იზრდება და 2 მილიარდს გადააჭარბებს. შესაბამის გადაწყვეტილებას თბილისის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
როგორც საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ განაცხადა, 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება არსებული ნაშთების, მიმდინარე წელს მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით.