მასწავლებელთა მეშვიდე რეგიონული კონფერენცია ანაკლიაში - ორდღიანი შეხვედრის მიზანი ახალი სასწავლო პრაქტიკების დანერგვა და გამოცდილების გაზიარებაა.
კონფერენციაში ზუგდიდის საჯარო სკოლების 50-მდე მასწავლებელი მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გამოიფინა მოსწავლეების ნამუშევრებიც.