11 აგვისტო 2026,   17:54
ვრცლად
გივი თარგამაძე დააკავეს

გივი თარგამაძე დაკავებულია. მას საქალაქო სასამართლომ 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თარგამაძეს, ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სასამართლო სხდომას არ დასწრებია. ის, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ვაკის პოლიციის განყოფილებაში მივიდა, სადაც ხელბორკილები დაადეს.

დღესვე, გამოცხადდება გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეზე.

დღის ამბები