08 აგვისტო 2026,   15:42
ვრცლად
"ბუნებრივია, [მაშინ] შინაგან საქმეთა მინისტრი ვინც იყო - გიორგი გახარია, პასუხისმგებლობაც მისია" - დავით მათიკაშვილი 20 ივნისის საქმეზე

"20 ივნისის ქმედებებზე, ბუნებრივია, პასუხისმგებელი არის ის თანამდებობის პირი, ვინც დაგეგმა საპოლიციო ღონისძიება," - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა 2019 წლის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ალბათობა იმისა, რომ გატარებული ღონისძიებების არგამოყენების შესაძლებლობის ალბათობა კვლავ ღიაა.

"ამავდროულად, რა თქმა უნდა, ვნახეთ ის ძალმომრეობა, რომელიც იყო საქართველოს პარლამენტის შენობასთან, მაგრამ იყო ის ღონისძიებები გამოყენებული, რომელთა არგამოყენების ალბათობა, როგორც სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ასევე იმ გამოძიებით, რომელიც ამ გადაწყვეტილების შემდგომ არის დაწყებული, არის ღია და ნათელი. ამ ყველაფერში, ბუნებრივია, შინაგან საქმეთა მინისტრი ვინც იყო - გიორგი გახარია, პასუხისმგებლობაც მისია", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები