ანზორ კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. სხდომაზე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.
განაჩენის შემდეგ, განცხადება გაავრცელა პროკურატურამ, რომელშიც ნათქვამია, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1 დეკემბერს აქციის მიმდინარეობისას კვარაცხელია თავს დაესხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და ეგრეთწოდებული მოლოტოვის
კოქტეილი ესროლა.
საქმეში დევს ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაც, რომელმაც დაადასტურა, რომ პირი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, 1999 წელს დაბადებული ანრი კვარაცხელიაა.
კვარაცხელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.