"მათი მიზანი არის ერთადერთი, რომ მოხდეს გიორგი გახარიას პოლიტიკური ნეიტრალიზება" - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანა ბუჩუკურმა 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გაუგებარია, თუ რატომ დაიწყო ხელისუფლებამ ახლა გამოძიების ჩატარება.
"რატომღაც" ახლა გაახსენდა "ოცნებას" გამოძიება. სტრასბურგმა თქვა სიტყვა-სიტყვით ის, რასაც ამბობს ჩვენი გუნდი, მათ შორის, გიორგი გახარია ამდენი წელია. გამოძიებაზე უარი თქვა თავად "ოცნებამ" შედეგობრივად, როდესაც მან გამოაცხადა ამნისტია. მათი მიზანი არის ერთადერთი, რომ მოხდეს გიორგი გახარიას პოლიტიკური ნეიტრალიზება," - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ისევ ტარდება, რუსთაველის გამზირი რამდენიმე წუთით ისევ გადაკეტილი იყო. დღეს კითხვებს უპასუხა სულ სამმა თვითმხილველმა, მათ შორის, ორი მედიის წარმომადგენელია. საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთო კურიერის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილიც - მას დაზარალებულის სტატუსი აქვს.
ავტორი: ნანა გოგატაძე