კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 24 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ელექტროენერგიის აღდგენის გრაფიკი ქუჩების მიხედვით ასეთია:
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, სოფელი თელეთის, სოფელი ფონიჭალის, ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, სვანების დასახლების, ჟორდანიას, კოსტავას, ღოღობერიძის, გულბანის, გორგასალის (ნაწილობრივ), ლომინაძის, სურგულაძის, სადგურის, ვაგზლის, ვირსალაძის, მარნეულის, ქინძმარაულის, ბოგდან ხმელნიცკის, კრწანისის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველას II კვარტლის მოსახლეობას.