"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, საბა სხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება შეუცვალეს. მას პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებოდნენ. აღნიშნული მუხლი გადაკვალიფიცირდა, ახლა ბრალის შინაარსი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებაა.
დანაშაული, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან ექვს თვემდე გამასწორებელი სამუშაოთი, შინაპატიმრობით ან ერთიდან სამ წლამდე პატიმრობით.
ბრალის შემსუბუქების შუამდგომლობა პროკურატურამ დღევანდელ სხდომაზე დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. პროკურორის განმარტებით, საგამოძიებო უწყება მტკიცებულებებით ხელმძღვანელობს და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღეს.