საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ცანავა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ, თაღლითობის ბრალდებით დააკავა.
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. დაცვა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, პროკურატურა კი პატიმრობას ითხოვდა.
სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად დაკავებულმა.
სუს-ის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საკუთარი კავშირების გამოყენებით, საქართველოში ბინადრობის ერთწლიანი ნებართვის მოპოვებას დაჰპირდა და 5 ათას 600 დოლარი მოსთხოვა.