08 აგვისტო 2026,   16:33
ვრცლად
ვეფხია კასრაძის ადვოკატი არჩილ ჭავჭანიძე განაჩენზე: მოსამართლის გადაწყვეტილება არის უკანონო და უსამართლო

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით, 5 პირს კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

საქმეზე განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა. მჭედლიშვილმა ბრალდებულებისთვის 225-ე მუხლით წაყენებული ბრალი 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში მონაწილეობას.

"მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გადააკვალიფიცირა 226-ე მუხლში, რა თქმა უნდა, აღნიშნული გადაწყვეტილებაც არის უკანონო და უსამართლო. ვინაიდან, ამ საქმეზე უნდა ყოფილიყო ერთადერთი გადაწყვეტილება მიღებული და ეს არის გამამართლებელი გადაწყვეტილება", - განაცხადა ვეფხია კასრაძის ადვოკატმა არჩილ ჭავჭანიძემ.

დღის ამბები