07 აგვისტო 2026,   07:27
ვრცლად
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.

ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

საქმეზე განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა. მჭედლიშვილმა ბრალდებულებისთვის 225-ე მუხლით წაყენებული ბრალი 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიურ მონაწილეობას.

დღის ამბები