1 საათი რჩება გადამწყვეტ მატჩამდე - ევრობასკეტის პლეი ოფში გასასვლელად, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, თბილისის დროით, 16:00 საათზე, ლიმასოლში დაუპირისპირდება.
"ჯვაროსნებს" შანსი აქვთ ისტორიული შედეგი დააფიქსირონ. მათ ორი გამარჯვება უკვე აქვთ და თუ - ბოსნიას დაამარცხებენ, პლეი ოფის საგზურსაც მიიღებენ. თუმცა საქართველოს ნაკრებს დღევანდელი მატჩის წაგების შემთხვევაშიც რჩება მერვედფინალში გასვლის შანსი.
ლიმასოლიში იმყოფებიან ქართველი გულშემატკივრებიც, რომლებიც იმედოვნებენ, რომ საქართველოს ნაკრები დღევანდელ მატჩში გაიმარჯვებენ.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი