"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.
ცნობისთვის, "ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს, დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, პარტიის ოფისში დააკავეს. მათ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი და ამავე დროს, აკრძალული თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.