08 აგვისტო 2026,   15:01
ვრცლად
საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია - სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, მიმდინარე წლის 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

"ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად," - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები