რუსთავში, "ქართული ოცნება" აქტიურ საარჩევნო კამპანიას აგრძელებს.
მე-19 მიკრორაიონში, ახალ მულტიფუნქციურ შიდასაუბნო სივრცეში შეკრებილ რუსთაველებს, ნინო ლაცაბიძემ და უბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სოფიო მაჭარაშვილმა, ის პროექტები გააცნეს, რომელთა განხორციელებაც მომდევნო 4 წლის განმავლობაშია დაგეგმილი.