07 აგვისტო 2026,   02:42
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდეს, აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის შექმნაზე

ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული, პირველი 7 თვის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი აუცილებლად იქნება ბათუმის პორტისთვის სარეკორდო, ტვირთბრუნვის კუთხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდეს.

„ეს მიმართულებაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული. პირველი 7 თვის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი აუცილებლად იქნება ბათუმის პორტისთვის სარეკორდო ტვირთბრუნვის კუთხით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდეს. ბათუმის პორტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ფოთის პორტი. იცით, რომ აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის შექმნაზე და 2029 წლისთვის უკვე დაგეგმილია ანაკლიის პორტში პირველი გემების მიღება და პირველი ფაზის საპროექტო სამუშაოების დასრულება,“- აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები