18 აგვისტო 2026,   06:50
ვრცლად
"4 ოქტომბერს ჰყავს თავისი ორგანიზატორი, პაატა ბურჭულაძისა და "რუსთაველის გამზირის" სახით... ამას აქტიურად უჭერდა მხარს ლევან ხაბეიშვილი და, მათ შორის, მისი ძალიან დიდი წვლილია იმაში, რომ 4 ოქტომბერი ასეა მოქოქილი" - ანა წითლიძე

"4 ოქტომბერი არ არის კონკრეტული პარტიის დღე, 4 ოქტომბერი არის ბევრად უფრო დიდი" - ეს განცხადება პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ გააკეთა. ანა წითლიძე "ღამის კურიერის" ეთერში დაგეგმილი აქციის შესახებ საუბრობს.

"თუ ვინმეს ამ ქვეყანაში ძალადობა აწყობს, ეს არის "ქართული ოცნება" და ეს გვინახავს ჩვენ 13 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლოს, თავისი ტიტუშკებით, თავისი რობოკოპებით, თავისი სპეცრაზმით, როგორ უმოწყალოდ სცემენ, კლავენ ადამიანებს. არასოდეს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გამოდიოდნენ და აპროტესტებდნენ ძალიან გაბრაზებულებიც, არ დაურღვევიათ კანონი. 4 ოქტომბერი არ არის კონკრეტული პარტიის დღე, 4 ოქტომბერი არის ბევრად უფრო დიდი. ეს არის საერთო სახალხო დღე, სადაც განსხვავებული პოზიციების და პოლიტიკური განწყობების ადამიანები არიან, საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც გადაწყვიტეს და ასე არიან მოტივირებული, რომ 4 ოქტომბერს იყვნენ ძალიან ბევრი და დაასრულონ რუსული რეჟიმის მმართველობა. ამ დღეს ჰყავს თავისი ორგანიზატორი, პაატა ბურჭულაძის და "რუსთაველის გამზირის" სახით. ამას აქტიურად უჭერდა მხარს ლევან ხაბეიშვილი და მისი ძალიან დიდი წვლილია მათ შორის იმაში, რომ 4 ოქტომბერი ასეა მოქოქილი. საჯარო განცხადების გამო პოლიტიკოსი თუ დაუკავებიათ ლევან ხაბეიშვილის გარდა? არ ყოფილა ასეთი ამ ქვეყანაში... ამით ანახეს, რომ თუ რამის ეშინიათ ისტერიულად, ეს არის რევოლუციური ცვლილებები. არანაირი არჩევნების მათ არ ეშინიათ. ერთადერთი, რისიც ეშინიათ, ეს არის საქართველოს გაბრაზებული მოქალაქეები და რევოლუციური ცვლილებები. ამის უფლება საქართველოს მოქალაქეებს აქვთ," - აცხადებს ანა წითლიძე.

დღის ამბები